"თქვენ სომხეთის სირცხვილი ხართ"- "არსენალის" ფანებმა კარდაშიანი გააკრიტიკეს [PHOTO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბაქოში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ლონდონის "ჩელსი" თანაქალაქელ "არსენალს" შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

თუმცა, წმინდა სპორტული შინაარსის გარდა, აღნიშნულმა შეხვედრამ პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ "არსენალის" სომეხი ნახევარმცველი შეხვედრაში მონაწილეობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის გამო არ მიიღებდა.

აღნიშნული საკითხის (მხითარიანის ბაქოში ვერჩასვლის) მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი პროტესტი, როგორც სპორტული, ისე სხვა სფეროებიდან.

ჰენრიხს მხარი დაუჭირეს თავის სამშობლოში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. ამის ფონზე,
საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სომხური ოჯახის წევრებიდანაც, იგულისხმებიან კარდაშიანები, ელოდა მხითარიანისადმი მიძღვნილ მხარდაჭერის ტექსტს, თუმცა აშშ-ში მცხოვრები ვარსკვლავური ოჯახიდან ყველა დუმდა.

არადა, მხოლოდ კიმ კარდაშიანის "ინსტაგრამს" 140 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Sportall.Ge

სწორედ ამიტომ, "არსენალის" ფანებმა გადაწყვიტეს, კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი ფოტოზე კრიტიკული კომენტარები დაეწერათ.

აღნიშნული ფოტო კიმ კარდაშიანმა "ტვიტერზე" 2016 წლის 25 აპრილს გამოაქვეყნა და დააწერა: "1 წელი გავიდა იქიდან, რაც ჩემი ბიძაშვილები, ქლო, კეინი, ნორთი და მე სომხეთს ვეწვიეთ და ჩვენი ოჯახის ისტორიის შესახებ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ".

Sportall.Ge

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კარდაშიანს ამ ტექსტით მიმართა: "იცით თუ არა, რომ თქვენი სომეხი ძმა ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საომარი კონფლიქტის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას? არავინ არაფერს ამბობს ამ თემაზე."

მეორე ფანი უფრო უხეში იყო კიმთან მიმართებით: "როცა ყველასთვის სასურველია, მაშინ წერენ ხოლმე სომხეთის შესახებ. ხოლო როცა მხითარიანმა განაცხადა, რომ ევროპა ლიგის ფინალში არ ითამაშებდა, ჩვენ სიჩუმეს ვირჩევთ. თქვენ საკუთარი ქვეყნის სირცხვილი ხართ".

ფაქტია, რომ მხითარიანის გარეშე მოთამაშე "არსენალი" თანაქალაქურ კლუბთან უშანსოდ დამარცხდა. ძნელი სათქმელია, იქნებოდა თუ არა სხვა შედეგი მხითარიანის ყოფნის შემთხვევაში, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ "ჩელსისთან" ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში მხითარიანმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, იქნებ ამ მატჩზეც მოეხდინა საკუთარი გუნდის შედეგზე პოზიტიური ზეგავლენა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ პლანეტაზე ასეთი ლამაზი სომეხი თუ იარსებებდა არ მეგონა?!
aburjga
20:03 02-06-2019
7
რას ერჩიან ამ ქალს? რაც სომხეთში ყველაზე უფრო ფასობს, კაცია თუ ქალი, ამას ძალიან მაგარი აქვს; და მეორე - "არსენალს" იმ თამაშში 7 მხითარიანი ვერ უშველიდა
ვალოდია ჯინჭარაძე
06:35 01-06-2019
2

სიახლეები პოპულარული