22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები 6 ჯგუფში ჩატარდა.
"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია. არმიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.
ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ჩეხეთში 0:1 დამარცხდა "ლიბერეცთან".
დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი "მილანმა", რომელმაც გლაზგოში 3:1 მოუგო "სელტიკს". "როსონერი" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 21 შეხვედრაში დაუმარცხებელია. თან, ზედიზედ ბოლო 10 მატჩში 2+ გოლი გაიტანა, რაც ბოლოს 56 წლის წინ მოხდა.
G ჯგუფი
ლესტერი - ზორია
3:0
ბრაგა - აეკი 3:0
H ჯგუფი
სელტიკი - მილანი 1:3
სპარტა - ლილი 1:4
I ჯგუფი
მაკაბი - ყარაბაღი 1:0
ვილიარეალი - სივასპორი 5:3
J ჯგუფი
ლუდოგორეცი - ანტვერპენი 1:2
ტოტენჰემი - ლასკი 3:0
K ჯგუფი
დინამო (ზაგრები) - ფეიენოორდი 0:0
ვოლფსბერგერი - ცსკა (მოსკოვი) 1:1
L ჯგუფი
ჰოფენჰაიმი - ცრვენა ზვეზდა 2:0
ლიბერეცი - გენტი 1:0