"ასტონ ვილამ" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში "ლილს" პენალტების სერიაში სძლია და კვლავ გამოიჩინა თავი არგენტინის ნაკრების 31 წლის მეკარე ემილიანო მარტინესმა.
მარტინესი თერთმეტმეტრიანების მოგერიების ნამდვილი დიდოსტატია, ეს "საქმე" უყვარს და ეხერხება. ნაკრებსა და კლუბში ბოლო 5 სერიაში გამარჯვებული გამოვიდა - 2020 წელს "არსენალის" "ლივერპულთან" ინგლისის სუპერთასზე; შემდეგ, როდესაც 2021 წელს არგენტინამ კოლუმბიას ამერიკის თასზე მოუგო და აგრეთვე კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან და ფინალში საფრანგეთთან.
"ლილთან" შეხვედრაში ემილიანომ ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე მიიღო. პენალტების სერიისას გულშემატკივრების პროვოცირების გამო მსაჯმა ივან კრუჟლიაკმა
ისევ გააფრთხილა, მაგრამ ვერ გააძევა, რასაც მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ითხოვდა. 2020/21 წლების განახლებული წესების მიხედვით, პენალტების სერიაში ფეხბურთელის მიერ ძირითად დროში მიღებული ყვითელი ბარათი ანულირდება.
ფრანგებს, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ მარტინესი, მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, ის კი მათ ჟესტებით და ცეკვით პროვოცირებდა. მან ნაბილ ბენტალების და ბენჟამენ ანდრეს დარტყმული ბურთები მოიგერია, ტრიბუნისკენ მიტრიალდა და ირონიულად სიჩუმისკენ მოუწოდა.
საფეხბურთო ფსიქოლოგი გეირ ჟორდეტი არგენტინელის საქციელს განმარტავს: "ის გონებრივად თამაშობს, არაპროგნოზირებადად და გათვლით. ფეხბურთის მაკიაველია და სხვებს მიბაძვას და კონტრზომების მიღებას აიძულებს. მსოფლიოს ყველაზე მაღალ სცენაზე მისი პერფომანსის მერე საინტერესო იქნება ვნახოთ, ამ ასპექტში როგორ განვითარდება".
მეკარეებს თერთმეტმეტრიანების სერიისას მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის უფლება ოფიციალურად არ აქვთ და მათ წყობილებიდან გამოყვანას არ უნდა ეცადონ. ემილიანო ჯიუტად მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას, თანაც წარმატებულად და ჯერჯერობით გასდის კიდეც. ამის ნიჭი და ფსიქოლოგია აშკარად გააჩნია და მოგვწონს თუ არა ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი უნარების მეკარე თანამედროვე ფეხბურთში სხვა არავინაა.
ვიცი, გაგიკვირდებათ და ძალისმიერი სპორტის სახეობებშიც კი ძალიან დაფასებულია ღირსეულად მოქცევა. თრეშ თოქი მიდის, დერთი თოქი, თუ ჰარდ თოქი, ღირსება და კაცობა ყველას მოუხდება.
მაგ მარტინესს ალბათ, ამაყად უდევს სახლში თაროზე თავისი სხეულის დანამატი ხელის მტევნის ბუტაფორია. :))
ეს მეცამეტე კვარტალში გაზრდილი მდაბიო კი, გენეტიკურად და აღზრდითაც არაკაცია და ფულის გულისთვის აკეთებს ამას.
იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ რაც მაგან იკადრა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მერე, თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის გააკეთა. თამაში უკვე მოგებული იყო და შესაბამისად, თავისი ქვეყნის წარმატებისთვის კი არ მოიქცა უკადრისად, მთელს მსოფლიოს მიაყენა შეურაცხყოფა თავისი ბილწი ჟესტით.
მრავალი წელია არგენტინას ვგულშემატკივრობ. ჯერ მარადონას, მერე მესის გამო. ეს არაკაცი სადაც ითამაშებს, იმ გუნდებს როგორღა უნდა ვუგულშემატკივრო იმის მერე.
თუ ვინმემ შეურაცხყოფა თუ არა, დისკომფორტი მაინც არ იგრძნო ამისი ქცევის ყურებისას კატარში, სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს.