ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან" - "რიგასმა" ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე ტურში 9 მატჩი გაიმართა.

„რიგასმა“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან და ცივ ამინდში „გალათასარაისთან“ ისტორიულ ფრეს მიაღწია - 2:2. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ლაშა ოდიშარიას აქტიური მოქმედების შედეგად იანის იკანუიეკსმა ანგარიში შამცირა, მეორე ტაიმში კი თავად ქართველმა გაიტანა ლამაზი გოლი.

ოდიშარია ძალიან აქტიური იყო, დაცვასაც ეხმარებოდა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში whoscored-მა და flashscore-მ 7.5 ქულით შეფასეს, ხოლო sofascore-მ 7.4-ით.

მასპინძელთა გუნდში ლუკა სილაგაძე სათადარიგო იყო, სტუმართა რიგებში კი არ გახლდათ ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი. ლატვიურ კლუბს 1
ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

რიგა. „დაუგავა“
რიგასი - გალათასარაი 2:2
გოლები: 0:1 მერტენსი (12), 0:2 აკგიუნი (38), 1:2 იკანუიეკსი (40), 2:2 ოდიშარია (54)

Sportall.Ge

სხვა მატჩების შედეგები

ფერენცვაროში - ტოტენჰემი 1:2
ლაციო -ნიცა 4:1
მაკაბი - მიდტიულანდი 0:2
ოლიმპიაკოსი - ბრაგა 3:0
ყარაბაღი - მალმიო 1:2
სოსიედადი - ანდერლეხტი 1:2
სლავია - აიაქსი 1:1
ჰოფენჰაიმი - დინამო (კ) 2:0

altევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

მკითხველის კომენტარები / 5 /
გუშინ თამაშების მიმოხილვას ვუყურებდი. სომხური, ყაზახური, ლატვიის, აზერბაიჯანის, ირლანდიის, ბოსნიის, ბელარუსის და რავიცი კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამ ქვეყნების კლუბებს საფეხბურთო ზეიმი აქვთ. ვუყურებდი და თეთრი შურით მშურდა მათი. მარტო საქართველოს ჩემპიონატია ევროპული საკლუბო ფეხბურთის თამაშგარეში, საცოდავად მიგდებული ათწლეულებია.
ირაკლი
08:09 04-10-2024
0
ეს ბიჭი (ოდიშარია) ახალგაზრდულში ერთ-ერთი ნათელი წერტილია და სამომავლოდ პირველ ნაკრებშიც მსურს. ოღონდ, ამისთვის ფიზიკასაც უნდა მოუმატოს (ტექნიკა აქვს) და იქნებ უკეთეს გუნდშიც გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, სანიოლმა და სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება უნდა მიაქციონ
qomagi
00:31 04-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული