კოსოვოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში პლზენში ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, მისი მწვრთნელი ბერნარდ შალანდი კი საქართველოს ეროვნული გუნდის შვეიცარიასთან მატჩში სანახავად სენტ გალენში ჩავიდა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ევროპული დონის გუნდთან წავაგეთ, რომელმაც უკეთესად ითამაშა. ჩეხეთი "ლივერპულს" მომაგონებს და შეუძლია ტურნირზე სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ეს ჩვენი ყველაზე სუსტი შეხვედრა იყო. დაცვაში არ ჩავმდგარვართ. გახსოვთ ალბათ, ინგლისთან "უემბლიზე" 3:5 წავაგეთ. მაშინ გაცილებით უკეთ გავისარჯეთ.
ჩვენ მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში სკოპიეში მაკედონიას დავუპირისპირდებით. მე
კიდევ მაქვს შანსი ეროვნული გმირი გავხდე. ჩვენი რეალური მეტოქე ფინალში საქართველოა, ამიტომ ვარ აქ", - განუცხადა შალანდმა blick-ს.