შესაძლოა, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩი გადაიდოს - უეფა ევრო 2020-ის თარიღის შეცვლას განიხილავს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, უეფა ევრო 2020-ის გადადების ვარიანტს განიხილავს, რისი მიზეზიც ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებიდან შესული წერილებია.

კორონავირუსის გავრცელების გამო ეროვნული ფედერაციებიდან საკმაოდ ბევრმა მიმართა უეფას და შეჯიბრების გადატანა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერია შეცვლილი, წყაროს ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ტურნირის 2021 წელს ჩატარება განიხილება.

თუ ეს გადაწყვეტილება 26 მარტამდე იქნა მიღებული, სავსებით შესაძლებელია, ერთა ლიგის ყველა დივიზიონის პლეი-ოფის მატჩები გადაიდოს და მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩიც.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარია,ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება და უგულშემატკივროდ არ ჩაივლის ბელარუსებთან თამაში...თუ მაინც გადაწყვიტეს რომ ხალხი არ დაესწროს,მჯერა ჩვენი ბიჭები ბოლომდე თავს დადებენ და გაგვახარებენ
Zaliko Kutaiseli
18:54 10-03-2020
2
სულ გაგიჟდა მსოფლიო...აშკარად ვიღაცის ინტერესებშია ამხელა პანიკა,დიდი სისულელელე და აფიორაა ეს თქვენო კორონავირუსი.დიდი სისულელე.
gocha
20:47 10-03-2020
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული