სანიოლი: "დროთა განმავლობაში ის ზიდანს ემსგავსება!"

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა lequipe-ს ესაუბრა.

სანიოლი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს. ამხანაგურ მატჩებში ფრანგებმა ბულგარეთის ნაკრები იმავე ანგარიშით დაამარცხეს (3:0), როგორც უელსელებს სძლიეს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს:

"გამარჯვება ყოველთვის კარგის ნიშანია. შეტევით ფაზაში საფრანგეთის ორი გუნდი ვნახეთ - ერთი ქარიმ ბენზემასთან ერთად, რომელიც  კომბინირებულ თამაშს ცდილობდა და მცირე სივრცეებსაც იყენებდა.

როდესაც ოლივიე ჟირუმ ითამაშა, შეტევა უფრო ვერტიკალური გახდა, მბაპემ და დემბელემ
გუნდს მეტი სისწრაფე შესძინეს."

სანიოლი განსაკუთრებით ანტუან გრიზმანზე საუბრობს, რომელმაც უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში ორი გოლი გაიტანა:

"ბარსელონას" ფეხბურთელს შეტევის დაწყებაც შეუძლია და დაგვირგვინებაც. ბოლომდე მოტივირებულია და არც შავი სამუშაოს შესრულებას ერიდება. დროთა განმავლობაში ის ზინედინ ზიდანს ემსგავსება!"

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. სანიოლი ამ მატჩზეც საუბრობს:

"გერმანიის ნაკრებს ბევრ საგოლე მომენტს მაშინ შევუქმნით, თუკი მათ ნახევარმცველებს ბურთის გარეშე დავტოვებთ. გერმანელები დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო."


altნაკრებში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბენზემამ ტრავმა მიიღო და შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული