ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე, უკანასკნელ ტურში, B ჯგუფში, ორი დრამატული მატჩი გაიმართა.

ბელგიამ ყველას სძლია და დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე.

ბელგია მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდა, ფინეთმა კი თავის დაცვა და პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულება მოახერხა. სამაგიეროდ, ლუკაკუმ 65-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირეს და გოლი გაუუქმეს. 75-ე წუთზე ბელგიამ ისევ გაიტანა - ვერმაელენის თავით დარტყმული ბურთი ძელს, შემდეგ კი მეკარე ჰრადეცკის მოხვდა და კარში აღმოჩნდა. შემდეგ ლუკაკუმაც გაიტანა და ბელგიამ ჯგუფში მესამე გამარჯვება იზეიმა.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
ფინეთი - ბელგია
0:2

გოლები: 0:1 ჰრადეცკი (75, საკ. კარში), 0:2 ლუკაკუ (82)

დანია ევროპირველობის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც სასტარტო ორი მატჩის წაგების შემდეგ პლეი-ოფში გავიდა.

აქამდე უქულოდ მყოფი დანია პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, 39-ე წუთზე დამსგორმა შორიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. ამ სიტუაციაში რუსეთი ბოლო ადგილზე გადიოდა და მეორე ტაიმში თამაშის გარდატეხა მართებდა. შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი, უხიფათო შეტევებით დაიწყო, 59-ე წუთზე კი ზობნინმა უკან გადაცემა გააკეთა, პოულსენი მეკარე საფონოვთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში 2:0 გახდა. სხვათა შორის, პოულსენი ამბობდა, თუ რუსეთის დონის გუნდს ვერ მოვუგეთ, პლეი-ოფში არაფერი გვესაქმებაო.

თუმცა 69-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და ძიუბამ ანგარიში შეამცირა. ამას დანიელთა რამდენიმე მომენტი, საფონოვის კარგი თამაში და კრისტენსენის დიდებული გოლი მოჰყვა. მერე დემორალიზებული რუსეთის კარი მელემაც დალაშქრა და დანიამ იმარჯვა.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - რუსეთი 4:1
გოლები: 1:0 დამსგორი (39), 2:0 პოულსენი (59), 1:2 ძიუბა (69, პენ), 3:1 კრისტენსენი (76), 4:1 მელე (82)

ასე და ამგვარად, ჯგუფში ბელგიამ იპირველა, მეორე ადგილზე დანია გავიდა, მესამეზე - ფინეთი, ხოლო მეოთხეზე - რუსეთი.

26 ივნისს, ამსტერდამში, დანია 1/8-ფინალში უელსს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჯიქია გილოცავ)))))))))))
6
გილოცავთ!!! თუმცა მე თქვენ გეტყვით და გაგიჭირდებოდათ!!!
რუსოფილებო!!!
01:04 22-06-2021
5

სიახლეები პოპულარული