რა გასაკვირია, რომ იტალიასთან ევროპირველობის ფინალის წაგების შემდეგ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეითი იმედგაცრუებული იყო.
"ჩვენ გულდაწყვეტილნი ვართ. ფეხბურთელებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლეს.
მეტოქემ თამაში კარგად დაიწყო, ჩვენ კი დროდადრო ბურთს კარგად ვიჭერდით, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში.
ბიჭებს არ შეიძლება ურთიერთბრალდებები ჰქონდეთ. მათთან მუშაობა აბსოლუტური სიხარულია. დღეს გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა", - ციტირებს საუთგეითს BBC.
დანიასაც არასწორად მოუგეთ, გამოგონილი პენალტით.
საერთოდ, ინგლისური ფეხბურთის ფანი ვიყავი და აწი თქვენსკენ გამოხედვაც არ მინდა:)