ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) - 22 წლის მეკარე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პსჟ-ის კიპერს ჯგუფურ ეტაპზე "მშრალი" შეხვედრები ჰქონდა, ნახევარფინალსა და ფინალში კი, თერთმეტმეტრიანების სერიაში ძალიან დამაჯერებელი იყო, რითაც ჩემპიონობაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
იოაკიმ მელე (დანია) - "ატალანტას" მცველი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. დანიელთა შეტევების ძირითადი ნაწილი მარცხენა ფრთიდან, სწორედ მისი ჩართვებით ხორციელდებოდა. მელემ რუსეთისა და უელსის ნაკრებების კარი აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ჯორჯო კიელინი
ჰარი მაგუაერი (ინგლისი) - ინგლისის ნაკრები დაცვაში მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და პირველი გოლი მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი 28 წლის მცველის კარგი თამაში იყო. "წითელი ეშმაკების" უკანახაზელმა უკრაინის ნაკრებს გოლიც გაუტანა.
ლუკ შოუ (ინგლისი) - "მანჩესტერის" კიდევ ერთ მცველს მშვენიერი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, რომელიც ფინალურ მატჩში გოლითაც დააგვირგვინა. შოუ დაცვით ფაზაშიც გამოირჩეოდა და შეტევებშიც ნაყოფიერად ერთვებოდა. მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა.
გრანიტ ჯაკა (შვეიცარია) - შვეიცარიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ნაკლებად სტაბილურად დაიწყო, თუმცა მერვედფინალში უდიდესი სენსაცია გამოაცხო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. იოლად შესამჩნევი იყო, რომ "არსენალის" 28 წლის ნახევარმცველი გუნდის ლიდერი და შეუცვლელი მოთამაშეა. ესპანეთის ნაკრებთან მეოთხედფინალური მატჩი ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და ეს მის გუნდზე უარყოფითად აისახა.
პოლ პოგბა (საფრანგეთი) - საფრანგეთის ნაკრების ადრიანი გამოვარდნის მიუხედავად, პოგბას მშვენიერი მატჩები ჰქონდა და შვეიცარიასთან შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა - შორიდან ულამაზესი დარტყმა შემოგვთავაზა. "მანჩესტერელმა" პორტუგალიის წინააღმდეგ ქარიმ ბენზემას გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ბევრი სამუშაოს მიუხედავად, პოგბამ ევრო 2020 გაფრთხილების გარეშე დაასრულა.
რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) - ევრო 2020-ზე "მანჩესტერ სიტის" შემტევის გარეშე ინგლისის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა - ჯგუფურ ეტაპზე "სამი ლომის" მიერ გატანილი ორივე გოლი მის ანგარიშზე იყო. რაჰიმმა ერთი ზუსტი დარტყმა გერმანიასთან პლეი-ოფის პირველ სტადიაზეც შეძლო, ამის შემდეგ კი ბომბარდირობის ფუნქცია ჰარი კეინს გადააბარა.
ფედერიკო კიეზა (იტალია) - "იუვენტუსის" 23 წლის ფორვარდი გადამწყვეტ მომენტებში საკუთარი ნაკრების გადამრჩენელად იქცა. კიეზამ სულ ორი გოლი გაიტანა, თუმცა ორივე ძალიან მაღალი კლასისა და მნიშვნელოვან დროს - ჯერ ავსტრიის ნაკრებთან დამატებით დროში და შემდეგ ესპანეთთან ძალიან დაძაბულ ნახევარფინალში.
კასპერ დოლბერგი (დანია) - "ნიცას" 23 წლის ფორვარდს ევრო 2020-ის საწყის ორ შეხვედრაში საერთოდ არ უასპარეზია, მაგრამ როცა შანსი მიეცა, ბრწყინვალედ გამოიყენა, უელსის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, ჩეხებთან მეოთხედფინალში კი მელეს პასით გოლი უმნიშვნელოვანეს დროს გაიტანა და ნახევარფინალში გასვლის ბედი გადაწყვიტა.
კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - პორტუგალიელი ვარსკვლავი ისევ ყველა რეკორდს ამხობს და კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს.
რონალდოს მიშელ პლატინის რეკორდის გაუმჯობესებამდე ერთი გოლი აკლდა, მას კი ევრო 2020-ზე 5 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა (საგოლე პასიც მიითვალა) და ამ ტურნირზე მეტოქის კარში 15 გოლი დაუგროვდა. 36 წლის ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ასევე სარეკორდო 25-ე მატჩი გამართა და ყველაზე მეტ, 5 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...