ტუალეტიდან გამოსულ უკრაინელს ფეხი მოსტეხეს და მატჩის გმირი გახდა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა პრესატაშემ, ნიკოლაი ვასილკოვმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში შვედეთთან მატჩისას მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც შეცვლაზე თავდამსხმელი არტიომ ბესედინი უნდა შეეშვათ, ის კი ტუალეტში იყო გასული.

"ბესედინს სათადარიგოთა სკამზე ვეძებდით, მაგრამ იქ არ იყო. ყველას გაუკვირდა, როდესაც ტუალეტიდან მშვიდად გამოსული რაღაც ორცხობილას ჭამდა. მოედანზე შევაგდეთ. იარემჩუკის ნაცვლად სწრაფად შევიდა და შეხვედრის გმირი გახდა. მის ნაცვლად დოვბიკის შეშვებას ვაპირებდით. ბესედინი რომ მოედანზე არ შესულიყო, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები", - თქვა ვასილკოვმა Vzbirna-ს "იუთუბის" არხზე.

შეცვლაზე შესულ ბესედინს შვედმა
მარკუს დანიელსონმა ფეხი მოსტეხა, გააძევეს და ეს მატჩში გადამწყვეტი ეპიზოდი აღმოჩნდა - უკრაინა 1/4-ფინალში გავიდა.

25 წლის ბესედინი კიევის "დინამოს" ფეხბურთელია და ტრავმის გამო ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Shen gaklia viyaca xar
Kombles
01:45 28-12-2021
0
ანუ ფეხის ხარჯზე გავიდბებ არა?
გავწიეოთ რომელიმე მოძუნძულე, იქნებ მსიფლიოზე ან ევროპა მაინც... ჩვენ ვინ გვყავს რომ გავწიროთ ოღონდ თავი დავიზღვიოთ, შევათანხმოთ, რომ ორივე მოსტეხონ.
მოკლედ ესე უნდა ვქნათ, ვინც ყველაზე ზანტად ირბენს და ყველაზრ ცოტას ირბენს ის მივუგდოთ ძვლეის სამტვრევ მანქანას, მერეც ვნახოთ აბა ჩვენ ნაკრებში, სიირბილი შეუძლიათ, თუ არა?.
კ ო მ ბ ლ ე
00:31 28-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული