Daily Mail-ის ინფორმაციით, მაუწყებლებთან კონსულტაციის შემდეგ უეფა ამ იდეის განხორციელებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის.
მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონფედერაციის 55 წევრიდან 32-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა შესარჩევი ეტაპისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბერში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნება მიღებული.