უეფა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობას არ გაზრდის

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, უეფა 2028 წლისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობას ვერ გაზრდის. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სურვილი იყო, რომ სწორედ ამ დროისთვის მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 24-იდან 32-ამდე გაზრდილიყო...

Daily Mail-ის ინფორმაციით, მაუწყებლებთან კონსულტაციის შემდეგ უეფა ამ იდეის განხორციელებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის. 

მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონფედერაციის 55 წევრიდან 32-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობა შესარჩევი ეტაპისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბერში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნება მიღებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ფორმატმა რატომ არ განიცადა ფორმაცია ევროპის შესარჩევის მსგავსად საინტერესოა. ისევ ძველი ფორმატი და ისევ გრანდებთან მოხვედრის ალბათობა?! მთავარი ამაზე აქცენტის გაკეთება იქნებოდა...
ლაშა
13:59 23-09-2022
1

სიახლეები პოპულარული