საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შოტლანდიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9
ქულით ჯგუფის ლიდერია.

20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.

ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფაქტიურად გავიდა შოტლანდია ევროპაზე ალბათ მეორე ადგილით და პირველზე ესპანეთი გავა მაინც. სამწუხაროდ შანსი შემცირდა სერიოზულად მეორე ადგილზე გასასვლელად პუნტა ნორვეგია.
Alfyone
17 ივნისი 2023 22:10
13
ჩვენ მოვიგოთ ჩვენი თამაშები დავანებოთ მარჩიელობას თავი აჯობებს
რაბუ
17 ივნისი 2023 22:10
0
ისე ფრე გვაწყობდა, თუმცა პირველ რიგში ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ!
უი, სად იყო ჰალანდი, ეგ დუქნის ლომი ეგა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელია და ყველაფერი გვარდიოლა და როდრია. რომ არა ესპანელები რა ეშველებოდათ?!
ჩელსი მაურინიომ, მანჩესტერი ფერგიუსონმა, ხოლო სიტი გვარდიოლამ გააჩემპიონა. ხედავთ სადმე ინგლისელს?!
ლაშა
17 ივნისი 2023 22:08
4
kurvaaaaa
dgd
17 ივნისი 2023 22:07
3
ამას არ ჯობდა 21 წალმდელებში ეთამაშათ. აკლან ახლა თავი ამ უაზრო თამაშებს. როგორც კვარაცხელოვმა ითამაშა ნაპოლიში ბოლოს უაზრო თამაშები და მერე გამოვიდა და თქვა დავიხალეო სიარულით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 ივნისი 2023 22:04
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული