ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი, რომელიც ბრიუსელში ტერორისტის მიერ ორი შვედის მკვლელობის გამო შეწყდა, აღარ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, შეხვედრა შესვენების შემდეგ არ განახლდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. უეფამ გამოაცხადა, რომ მატჩი აღარ განახლდება და საბოლოო ანგარიში, 1:1 დაფიქსირდა.
ამ თამაშის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბელგიას ევრო 2024-ის საგზური მოპოვებული აქვს, ხოლო შვედეთი ჯგუფში ჩარჩა.
ამ თამაშის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბელგიას ევრო 2024-ის საგზური მოპოვებული აქვს, ხოლო შვედეთი ჯგუფში ჩარჩა.