სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
G ჯგუფში ევროპის საკვლიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ევრო 2024-ის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა.

უნგრეთმა, რომელსაც შესარჩევი ტურნირის ბარიერი უკვე გადალახული ჰქონდა, ბუდაპეშტში 3:1 დაამარცხა მონტენეგრო. დუბლი "ლივერპულის" ნახევარმცველმა სობოსლაიმ შეასრულა.

სერბეთმა საკუთარ მოედანზე 82-ე წუთზე ბაბიჩის მიერ გატანილი გოლით ფრეს (2:2) მიაღწია აუტსაიდერ ბულგარეთთან და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთი როგორც ცალკე ნაკრები პირველად იასპარეზებს ევროპირველობაზე.

სერბეთი ევრო 2024-ის მეჩვიდმეტე მონაწილე გახდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Msoflios chempionats artovebs da evropaze pirvelad
Tbilis
21:59 19-11-2023
0
2000 წლის ევროზე "იუგოსლავია" კი ერქვა სერბეთ+მონტენეგროს, მაგრამ ფაქტობრივად სერბეთი იყო, აბა მონტენეგროდან რამდენი ეყოლებოდათ ნაკრებში?
გიზო
22:09 19-11-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული