ევრო 2024 - ვის შეიძლება შევხვდეთ მერვედფინალში - საუკეთესო მესამეობის ვარიანტები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე მუდმივად საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, ივნისამდე დარჩენილ დროში ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენს სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი
დროით 23:00 საათზე (სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნოთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი უკვე საგრძნობლად დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

Sportall.Ge

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს).

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს, 
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ვეხმაურები „ ისევ ფიგუს“

მახსოვს ლობანოვსკი ეუბნებოდა თავის ფეხბურთელებს „ხუთი წელი ითამაშეთ როგორც მე მინდა და მთელი ცხოვრება გარანტირებული უზრუნველყოფილი იქნებითო“ ე.ი. ვარჯიში და რეჟიმი, ვარჯიში და რეჟიმი. ვისაც სამშობლო უყვარს.....

შეხედეთ რონალდოს,თ.მიულერს, ლევანდოვსკის -საუკეთესო მაგალითებს.
ტატიკო
10 აპრილი 2024 18:37
0
შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ,მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ

ფეხბურთელებზე არა ნაკლები შრომა და ვარჯიში უწევთ სპორტსმენებს სხვა სახეობებში: კალათბურთში, ძიუდოში, რაგბში......

მარტო ერისიონის მოცეკვავეები რომ ვთქვათ; დღეში ხან სამ კონცერტს ატარებენ და არც ერთი ოდნავ შეცდომასაც კი არ უშვებს. ე.ი. ავტომატიზმამდე აქვთ აყვანილი თავიანთი ფუნქცია. მახსოვს ხვიჩა იძახდა მოედანთან ახლოს ვცხოვრობ რომ დამატებით ვივარჯიშოო.ზოგჯერ ერთ ილეთს ასჯერ და მეტჯერ ვასრულებ,სანამ ბოლომდე არ დავხვეწავო.

დასკვნა ერთია: ვარჯიში და ვარჯიში. ათი წელი ითამაშე მერე იბაირამე. და კიდევ:კარგი ფსიქოლოგიური მომზადება შავლაყაძის,სანეევის, საკანდელიძის და ბევრ სხვათა ბიოგრაფიების გაცნობა, გასახდელში თამაშზეგასვლის წინ „ქართველო ხელი ხმალს იკარ“ და „ჩაკრულო“--ს მოსმენა და მღვდლის მიერ გუნდის დალოცვა და თამაშის დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრი.
ისევ ფიგუ
10 აპრილი 2024 15:57
0
ღორს ყაურმა რომ დაუდგა გობით,მაინც მძღნ.....კენ გაიწევს და იმას დაუწყებს ჭამას.

ამ გვარგადაკეთებულებს თუ არ მივხედეთ და არ მ. დ. ტ.,მანამდე არ მოიშლიან მძღ...ჭჭამას.

იმის მაგივრად ,რომ გამოხატონ აღფრთოვანება ,მიჰქარავენ ანტიქართულ ინტრიგებს.

მე ვიტყოდი შემდეგს: არ მახსოვს ზუსტად წელი იუგოსლავიის ნაკრები რომ მოხსნეს ფინალური ჯგუფიდან და მის მაგიერ ჩასვეს დანიის ნაკრები. სულ რაღაც დღეები იყო დარჩენილი და მთელი შემადგენლობა გაფანტული იყო საზაფხულო არდადეგებზე. ვინაიდან უვარჯიშებლებს არაფრის იმედი არ ჰქონდათ, ძირითადი მოთამაშეები არც ჩავიდნენ გამოძახებაზე და რა მოხდა?--თავ

იანთი ვაჟკაცური, თავდადებული შემართებით ევროპის ჩემპიონთა მედლებით დაიმშვენეს მკერდი და გმირებად დაბუნდნენ სამშობლოში.

მეც ასეთი გამარჯვების იმედით ველოდები ამ ჩემპინატს. ხვიჩას თამადობით უნდა გაიბრწყინოს საქართველოს ნაკრებმა. წასვლის წინ მთელი ნაკრები დაალოცინეთ ილია მეორეს!!!
ფიგუ
10 აპრილი 2024 15:03
0
მოდით ბიძია მოდით, კაი საქმეზე მოდიხართ.
Modit
09 აპრილი 2024 21:04
0
2004 წელს საბერძნეთი აუტსაიდერი იყო და ჩემპიონი გახდა. ასე რომ პატრიოტებო, საქართველოს ნაკრებს 500 კუში აქვს ჩემპიონობაზე. თან ჩემპიონობა და თან მაყუთი. ხომ მაგარია.
დიმა
09 აპრილი 2024 13:00
0
ამ ძალიან ,,საღად" მოაზროვნეებს და მათ თანამოაზრეებს მინდა ვუპასუხო, ბრძნული გამომეტყველებით რომ წერენ ,,მარგალიტებს" ქილა ერბოზე.
თქვენზე ნაკლებად განათლებული აქ არავინაა. არც არავინ დავფრინავთ ღრუბლებში ზეოპტიმიზმით. ობიექტურად ვაფასებთ ჩვენს ნაკრებს და მოწინააღმდეგეებს.
მაგრამ ფეხბურთში, ერთი პლიუს ერთი, ყოველთვის ორი არაა. ისე, შეგიძლიათ, ,,დავითი და გოლიათი"-ც გაიხსენოთ. თქვენისთანა უგზო-უკვლოდ განათლებულებს ეგ ამბავიც გეცოდინებათ.
ჩვენი გუნდი, არც-ერთ თამაშზე, წინასწარ წასაგები განწყობით არ გამოვა მინდორზე. თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, რისი ალბათობაც არაა დაბალი, მაღალი დონის ტურნირზე თამაშის გამოცდილებას შევიძენთ, რაც მომავალი წარმატებების საწინდარია.
კოლა
09 აპრილი 2024 11:39
0
ავტორს სრული თავისუფლება რედაქციისგან მიეცა ჰოდა ბავშვობის ოცნებას ფრთები შეასხა,მიდი ხვთისავარ მიდი აქ მაინც აასრულე ჩვენი ყველას ოცნება
პაპა გიგია
09 აპრილი 2024 07:50
0
არ ვიცი როგორ რანაირად, სიმსონებშია საქართველო ხვდება ინგლის და როგორც ჩანს იგებს (საქართველო) და ატყდება ჩხუბი, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, გინდ დადეთ გინდ არა. გაუმარჯოს საქართველოს! ზღაპრის ბოლოო კეთილია )))
გიო
08 აპრილი 2024 21:29
1
წნეხი არ გვაქვს, დასაკარგი არაფერია, მხოლოდ წინ ბიჭებო
მეგრელი
08 აპრილი 2024 18:05
0
ნოსტრადამუს რატომ ითარსები. მოვა ჩემპიონატი გავლენ მოედანზე და ითამაშებენ და ვნახოთ რაც მოხდება. არ არის საჭირო წინასწარ ბოდვები რა მოხდება.
simartle
08 აპრილი 2024 16:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული