საქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა!..

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს, რომელიც ასე მოახლოვდა, სულმოუთქმელად ვაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ლექსი "მოლოდინი" ასე სრულდება:

"გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა."


ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, გულშემატკივრებს კი - განსაკუთრებული მღელვარება. ამ მოვლენას მხოლოდ ლირიკულ ჟანრში ვერ შევხედავთ, სათქმელი უფრო მეტია...

სანიოლიც ფორმაშია

Sportall.Ge

წმინდა საფეხბურთო ასპექტებში (ამის ხაზგასმა გვიწევს) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მარტიდან (საგზურის გაფორმებიდან) დღემდე ისე გაიარეს,
როგორც სასურველი იყო - მაქსიმალური შედეგიანობა და პროდუქტიულობა, ტრავმებისგან დაცვა და მწვრთნელების კეთილგანწყობა, რომლებიც ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან მშვიდად უნდა გავიაროთ!..

საქართველოს ნაკრები ტურნირზე დებიუტანტია და მას აუცილებლად აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებენ. ვილი სანიოლის მოღვაწეობა გვაჩვენებს, რომ ჩვენი გუნდი ამას არცთუ იშვიათად ძალიან სასიკეთოდ იყენებს, აქვს ნაკლები წნეხი და თამაშს კონტრშეტევებზე წარმატებით აგებს. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ ზეწოლის გაძლებაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან იმავეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ, რაც ფინალში ვნახეთ - ნაკლები ექსპერიმენტი თუ ტაქტიკური მრავალფეროვნება და აქცენტი კარგად ნაცად ძველზე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებენ...

ნაკრებმა მიქაუტაძესთან ერთად პირველად ივარჯიშა

Sportall.Ge

"საქართველო ფორმაშია" - ეს მარტის ფინალისწინა დევიზი იყო, რაც ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს - საშუალოევროპული ჩემპიონატების გამარჯვებულები, შედეგიანობა და სანდოობა ტოპლიგებსა და თუნდაც, ნაკლებად ძლიერ გათამაშებებში. ევროს პირველი ტური რომ ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის პროგნოზსა და მოსაზრებაში თურქეთის ნაკრები ჩვენთან ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა, როგორც მანამდე. დანარჩენს 18 ივნისის საღამოსა და მის შემდეგ ვნახავთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა უფრო ძლიერად გაღიარებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს შენ მიმართ დამოკიდებულებებს ცვლის, მაგრამ ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს და არა პირიქით.

ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ საკმაოდ ბევრი დავწერეთ. გვსურდა, აკადმიური განხილვისთვის, მით უმეტეს, რაც საქართველოს ნაკრებსა და მის ჯგუფს ეხება, უცხოურ მედიაში "ქექვა" არ ყოფილიყო საჭირო. დაწყებამდე დრო იკლებს, ემოციები ჭარბობს და ყოველდღიურობაში ევრო 2024-ზე უფრო მეტს ვფიქრობთ!..

altერთი თვე ევრომდე - ყველა ნაკრების განხილვა და საქართველო, რომელსაც კვარაცხელია ჰყავს...

altევრო 2024. ესპანეთში საუკეთესო მამარდაშვილი - ყველაზე პროგრესირებადი და სახელოვანი მეკარეები

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე ასე ვფიქრობ: თურქეთთან მინიმუმ ფრეს შანსი გვაქვს, ჩეხეთთან ძალიან რთული იქნება და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, პორტუებთან მატჩის წინ გააჩნია რა სიტუაციაში ვიქნებით. საერთო ჯამში, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი პლეიოფში გასვლაა, ხოლო პროგრამა-მინიმუმია არ წავაგოთ სამივე თამაში ჯგუფში
fani
13:01 08-06-2024
0
სასწაული ხალხი ვართ ქართველები - რამდენიმე თვის წინ ჯერ ევროს ფინალურ ტურნირზე გასვლაზე ვოცნებობდით. როდესაც ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდა, ახლა ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ, თანაც თურქეთ-ჩეხეთის დამარცხებასა და ფავორიტ პორტუგალიასთან არწაგებაზე. კარგია რომ ასეთი მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ცოტა რეალობასაც ხომ უნდა ჩავხედოთ თვალებში?! ვართ ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა ნულოვანი გამოცდილებით ფინალურ ტურნირზე, გვყავს რამდენიმე მაღალი დონის (ასევე ზოგიერთი საშუალო დონის) ფეხბურთელი, მთელი ევროპის ბუკმეკერები აუტსაიდერად მიგვიჩნევენ და ამ დროს ამბიცია გვაქვს, იმის დედა ვატირე... ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მე ასე ვიტყოდი: ნუ ქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს! ასეთ დროს, მეტი მოლოდინი (ცუდი შედეგის შემთხვევაში) მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს. უბრალოდ ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს და თუ ისინი თავის თავზე მაღლა ახტებიან, გმირებად შევრაცხოთ!!!
სიმართლე
12:56 08-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული