შეხვედრა პირველივე წუთებიდან იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მე-10 წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გახსნა, 9 წუთში ჯამალ მუსიალამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიელთა საჯარიმოში რაიან პორტეუსმა ილქაი გიუნდოგანი წააქცია, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და შოტლანდია 10 კაცით დარჩა. კაი ჰავერცმა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და გოლს+ასისტი მიითვალა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ნაგელსმანის გუნდი ფლობდა და თავის გამოჩენა ცვლილებაზე შემოსულმა ნიკლას ფულკრუგმა მოახერხა.
87-ე წუთზე რუდიგერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 90+3 წუთზე კი ემრე ჯანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღდეგ გამართავს.
შოტლანდია 19 ივნისს, შვეიცარიას დაუპირისპირდება.
ჩვენ შემთხვვეში, , 99% ეს გოლი არ გავიდოდა იმიტომ რომ პასს არ მისცემდა...