ევრო 2024-ის პირველსავე დღეს შეცვლილი ისტორიები - გუშინ გერმანიაში ტურნირის გახსნით მატჩში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა

AutoSharing Option
ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა და ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა.

ტურნირის მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი დამრიგებელი, რომელიც მინდვრის მოთამაშეზე უმცროსი გახლდათ.

მისი ასაკი გუშინ 36 წელსა და 327 დღეს ითვლიდა, გერმანელთა კიპერი მანიელ ნოიერი კი 38 წლის გახლავთ. სათქმელია ისიც, რომ ნაგელსმანი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელიც გახდა.

აქამდე ეს რეკორდი 36 წლისა და 333 დღის ასაკში სლოვენილეთა ყოფილ დამრიგებელ სრეშკო კატანეცს ეკუთვნოდა. 

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი
გუნდის ორმა ფეხბურთელმა 21 წლის ასაკში მეტოქის კარი აირო. ეს ჯამალ მუსიალამ და ფლორიან ვირცმა გააკეთეს.

5:1 გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებაა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სხვაობით ამ დიდი საფეხბურთო ფორუმის ისტორიაში გახსნით შეხვედრაში არცერთ ნაკრებს არ უმარჯვია.

და ბოლოს, მანუელ ნოიერმა გუშინ ისტორიაში მე-8 დიდ საფეხბურთო ფორუმზე იასპარეზა (იგულისხმება მუნდიალიც და ევროპის ჩემპიონატიც), რითაც ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი გაიმეორა.

გერმანელთა კიპერმა 35-ედ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა, მსგავსი შედეგი კი მსოფლიო ჩემპიონატს+ევროზე არცერთ გერმანელ ფეხბურთელს არ ჰქონია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა კოკისპირული წვიმა ყოფილიყო, ნახავდით შოტლანდია როგორ მოიგებდა 1:0 ს მინიმუმ :):):), პროსტო ამინდმა უმუხთლათ რა :):):)
დარია თუ ავდარია საკუთხავი აი ეს არის :)
15 ივნისი 2024 21:30
2
გერმანიამ 3 ქულა აიღო იმედია ჩვენც ავიღებთ
გოჩა
15 ივნისი 2024 15:06
0
მაგრად ითამაშა გერმანიამ... მუსიალა ყოჩაღ
ვახო
15 ივნისი 2024 14:57
0
თუ შოტლანდიამ ჩაისვარა? გერმანია ყოველთვის გერმანია, მაგრამ სკოთების ასეთი სისუსტე, გამიკვირდა.
ლევანი
15 ივნისი 2024 11:50
2
შოტლანდია სუსტი გუნდია ზოგადად, უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობენ, ტექნიკურ გუნდებთან აღწევდნენ წარმატებას წინა შესრჩევში თავიანთი პრაგმატული სტილით, მაგრამ გერმანიასთან არ იმუშავა
ექსპერტი
15 ივნისი 2024 12:36
1
ძალიან ძლიერად დაიწყო გერმანიამ არ ველოდი ასეთ სტარტს
dew
15 ივნისი 2024 11:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული