გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

შვეიცარია და გერმანია დაზავდნენ (1:1), უნგრეთმა კი 60+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას 1:0 სძლია.

ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, 5 ქულით მეორე - შვეიცარიამ, 3 ქულით მესამე - უნგრეთმა, ხოლო 1 ქულით მეოთხე - შოტლანდიამ.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 ნდოიე (28), 1:1 ფიულკრუგი (90+2)

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
შოტლანდია - უნგრეთი
გოლი: ჩობოტი (90+10)

. 68-ე წუთზე უნგრელთა თავდამსხმელი ვარგა მეტოქე გუნდის მეკარე განს შეეჯახა და
მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
. ნოიერმა ევროპირველობებზე მე-18 მატჩი ჩაატარა და მეკარეთა შორის რეკორდი დაამყარა.
. გერმანელთა მცველმა ტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მერვედფინალში ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეგ უკვე ოცნებასა. . .აი უნგრეთს რომ გაეტანა უკვე რეალისტური იყო. . ინგლისმა სამით უნდა მოიგოს. . ორით არ გვეყოფა ტონა ყვითელი ბარათების გამო
ნაპოლეონი
24 ივნისი 2024 01:36
0
შენ ხომ გაგაფრთხილე პალატიდან არ გამოხვიდე მეთქი ა?
555
24 ივნისი 2024 04:22
1
ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ! ახლა მთავარია დანიამ სერბეთს მოუგოს და ინგლისმა სლოვაკეთს, ჩეხეთმა წააგოს და იტალიამ და ესპანეთმა ორივემ მოიგოს! მაგ შემთხვევაში ჩვენ ფრითაც გავდივართ!!!!
ნიკოლოზი
24 ივნისი 2024 10:44
0
შენ ძმა ტოტალიზატორს თამაშობ
უხ
24 ივნისი 2024 12:07
0
შენ ძმა ტოტალიზატორს თამაშობ
უხ
24 ივნისი 2024 12:07
0
რუმინეთის გოლის მომენტი საეჭვოდ არ გეჩვენებათ?! აფსაიტზე არც გადაუხედავთ
იღბალო
24 ივნისი 2024 12:33
1
ჩეხეთის წაგება კიდევ
ლმ
24 ივნისი 2024 01:40
0

სიახლეები პოპულარული