ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

ავსტრიამ ნიდერლანდებს 3:2 მოუგო, საფრანგეთისა და პოლონეთის შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

პირველ ადგილზე 6 ქულით ავსტრია გავიდა, 5 ქულით მეორეზე - საფრანგეთი, 4 ქულით მესამეზე - ნიდერლანდები, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - პოლონეთი.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 68 363 მაყურებელი
ნიდერლანდები - ავსტრია 2:3
გოლები: 0:1 მალენი (6 საკ. კარში), 1:1 გაკპო (47), 1:2 შმიდი (59), 2:2 დეპაი (75), 2:3 ზაბიტცერი (80)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 59 728 მაყურებელი
საფრანგეთი - პოლონეთი 1:1
გოლები:
1:0 მბაპე (56, პენ), 1:1 ლევანდოვსკი (79, პენ)

. ავსტრია ისტორიაში მეორედ გავიდა ევროპირველობების პლეი-ოფში.
. ნიდერლანდელთა თავდამსხმელმა მალენმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლი გაიტანა - 5:38 წუთზე.
. ფრანგების ლიდერმა მბაპემ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისის 2 ბურთით მოგება კიარა საერთოდ არ წააგონ რანაირი უნიათო გუნდია. ერთი სიტყვით პორტუგალიასთან უკანმოუხედავი შეტევა გვინდა !
ემიგრანტი
23:52 25-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული