საკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

ნიდერლანდები დებიუტში სიმონსმა შორიდან დარტყმით დააწინაურა, რამაც ინგლისელები აიძულა, თავის მოსაწყენ თამაშზე უარი ეთქვათ და კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა გ. ნევილმა ITV-ის ეთერში განაცხადა, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. შემდეგ გუნდებმა თითოჯერ ბურთი ძელს გაარტყეს (დუმფრისმა და ფოდენმა) და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდა, კონტრშეტევაზე კი საკამ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 81-ე წუთზე
მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით შეცვალა, რომელმაც 90-ე წუთზე ვერბრიუგენის კარი დალაშქრა და ინგლისი ფინალში გაიყვანა.

14 ივლისს, ფინალში, ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 60 926 მაყურებელი
ნიდერლანდები - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 სიმონსი (7), 1:1 კეინი (18, პენ), 1:2 უოტკინსი (90)

. კეინი 6 გოლით პლეი-ოფების ისტორიაში ბომბარდირი გახდა.
. ნიდერლანდელთა თავდამსხმელმა დეპაიმ 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

altწვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჰოლანდიას ბედი არ სწყალობს, არადა ყველა ჩემპონატში კარგ ფეხბურთს თამაშობს. უსახური ინგლისი მაინც გაძვრა ფინალში. არ მგონია რომ ესპანელებს მოუგონ.
დავით 67
01:04 11-07-2024
7
რაღა ფინალი ხალხო ! ხომ მშვიდობა გაქვთ!... თასი ჩვენ ავიღეთ და ვიზეიმეთ კიდეც შესაფერისად-ფეივერკები,ღია ბუსი, ტაში-ტუში, სახემწიფო ჯილდოები,პრეზიდენტის და პრემიერის გამოსვლა- მილოცვები და რაც მთავარია ლამის მთელი მოსახლეობის გახარებული სახეები, რა პრობლემაა!! ჩვენ ხომ ილუზიებში გვიწევს ცხოვრება....ასე რომ ჩვენთვის ევროს ფინალი უკვე იყო და გამარჯვებულიც გვყავს, ეხლა ოჩერედში მსოფლიო ჩემპიონობაა, ოღონდ იქ მოხვდეთ როგორმე და მრავალჯამიერ მერე ნახოს მსოფლიომ.....
saqo
11:07 11-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული