ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის  ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და სარეკორდოდ, მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, გახალისდა და მომენტებიც შეიქმნა: ოლმომ, მორატამ, უილიამსმა და იამალმა ვერ უწიეს მიზანს. ინგლისელთა მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით, მაინი კი პალმერით შეცვალა და ამ უკანასკნელმა შორიდან სუბიმენდისგან
რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე იამალი ოლმოს გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დუელი ისევ პიკფორდმა მოუგო. თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ოიარსაბალმა გაიტანა, რომელსაც პასი კუკურელიამ გაუკეთა. ბოლოს ოლმომ ზედ კარის ხაზიდან თავით გამოიტანა გეხის დარტყმული ბურთი და დე ლა ფუენტეს გუნდმა გაიმარჯვა.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 65 600 მაყურებელი
ესპანეთი - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 უილიამსი (47), 1:1 პალმერი (73), 2:1 ოიარსაბალი (86)

. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან, ოლმოსთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
. იამალი ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
. მორატამ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა, რაც ესპანელთა შორის რეკორდია.
. ინგლისმა დიდ ტურნირზე ესპანეთს 1980 წლის შემდეგ პირველად გაუტანა.
- ინგლისმა ზედიზედ მეორე ფინალში განიცადა მარცხი და 1966 წლის შემდეგ დიდი  ტურნირი არ მოუგია.

altესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 46 /
ისე ერთ რამეზე კი დამწყდა გული ესპანეთის გაჩემპიონებისას, 26 კაცში რამდენი არ გამოუყვანია სათამაშოდ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გავი რომ შეეყვან სიმბოლურად განაცხადში მგონი იმსახურებდა ეგ ბიჭი სიმბოლურად იქ ყოფნას, თან ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდა და ამ ფორმაციის ესპანეთსაც მან ბევრი მისცა, ბოლობოლო 82-ში სსრკ- თაბაშირ დადებული ბურიაკი იახლა ნაკრებში და ერთი გავი თუნდა ფერმინის ან ტორესის ნაცვლად არაფერს გაუფუჭებდა
ზაკო
23:47 15-07-2024
0
წუხანდელმა ამბავმა გამახსენა წარსული: 1960 წელს საბჭოთა ნაკრებმა ქართველების (მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, კალოევი) დახმარებით მოიგო ევროპის 1 ჩემპიონატი. მაშინ "ეკიპი" წერდა: საბჭოთა ნაკრების ფრთები ორი დიდი MM - აო, იგულისხმებოდა მესხი და მეტრეველი. ახლაც ევროპაზე ქართველებში გამოირჩნენ ორი დიდი MM- ები: მიქაუტაძე და მამარდაშვილი. ისე სხვათა შორის მარადონა და მესიც არგენტინული ფერბურთის ორი უდიდესი MM - ებია. წარმატებები ქართველ MM-ებს სხვებთან ერთად!
ვაჟა მასწ.
14:02 15-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული