როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, გახალისდა და მომენტებიც შეიქმნა: ოლმომ, მორატამ, უილიამსმა და იამალმა ვერ უწიეს მიზანს. ინგლისელთა მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით, მაინი კი პალმერით შეცვალა და ამ უკანასკნელმა შორიდან სუბიმენდისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე იამალი ოლმოს გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დუელი ისევ პიკფორდმა მოუგო. თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ოიარსაბალმა გაიტანა, რომელსაც პასი კუკურელიამ გაუკეთა. ბოლოს ოლმომ ზედ კარის ხაზიდან თავით გამოიტანა გეხის დარტყმული ბურთი და დე ლა ფუენტეს გუნდმა გაიმარჯვა.
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 65 600 მაყურებელი
ესპანეთი - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 უილიამსი (47), 1:1 პალმერი (73), 2:1 ოიარსაბალი (86)
. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან, ოლმოსთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
. იამალი ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
. მორატამ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა, რაც ესპანელთა შორის რეკორდია.
. ინგლისმა დიდ ტურნირზე ესპანეთს 1980 წლის შემდეგ პირველად გაუტანა.
- ინგლისმა ზედიზედ მეორე ფინალში განიცადა მარცხი და 1966 წლის შემდეგ დიდი ტურნირი არ მოუგია.
ესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]
გიორგი მიქაუტაძე, ევრო 24 ის ბომბარდირია, ღმერთო, სიზმარივითაა ეს ევრო, საოცარი, დაუვიწყებელი დღეები იყო.
დიდება დიდება დიდება
საქართველოს!!!