"ბილდი" იუწყება, რომ ზაფხულში დორტმუნდიდან აბარგებული 44 წლის მწვრთნელი ტომას ტუხელი უკვე მოელაპარაკა "ბაიერნის" ხელმძღვანელობას გუნდის ჩაბარებაზე და როგორც აღნიშნული გამოცემა ამტკიცებს, ეს ფოტო სწორედ მაშინ გადაუღეს, როდესაც მიუნხენში მიემგზავრებოდა.
"ბილდის" მტკიცებით, ვილი სანიოლმა გუშინ გუნდი ავარჯიშა და 1 ოქტომბერს პირველად და უკანასკნელად უხელმძღვანელებს, ბერლინში "ჰერტასთან" მატჩში.
რაც შეეხება გადაყენებულ კარლო ანჩელოტის, ის ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთი ჩინური კლუბის წარმომადგენელს.