გვარდიოლამ ჰიონესს "ბაიერნის" მწვრთნელად ტუხელის დანიშვნა ურჩია?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელად თითქოს დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ყოფილი კლუბი კონფლიქტის გამო დატოვა, ეს საკითხი ჯერჯერობით ვერ გადაწყდა. ტუხელი მიუნხენში არ ჩასულა, ტელეფონით ოთხჯერ ელაპარაკა "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტს ული ჰიონესს.  გუშინ ჰიონესი თავის კარგ მეგობარს, "მანჩესტერ სიტის" მენეჯერს პეპ გვარდიოლას შეხვდა და ორი საათი იტალიურ რესტორანში იმყოფებოდნენ.

"ბილდი" ირწმუნება, რომ კატალონიელმა გუნდის ტუხელისთვის ჩაბარება ურჩია. ისინი მეგობრები ყოფილან, ხშირად ატარებდნენ დროს მიუნხენში ღამის ბარში და პეპი ტომასს ტოპ-კლასის სპეციალისტად მიიჩნევს. ულიმ ჟურნალისტებს უთხრა,
ვინც მირჩია გვარდიოლამ, იმას დავნიშნავ მწვრთნელად, ოღონდ ჯერ ვერ გაგიმხელთ მის ვინაობასო.

ამ დროს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამტკიცებს, სეზონის ბოლომდე მიუნხენურ გრანდს ლუი ვან გაალი დამოძღვრავსო, "მარკა" კი ირწმუნება, რომ დღეს მიუნხენში მოლაპარაკების გასამართად "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე ჩავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული