"ვერდერის" მწვრთნელი ალექსანდრ ნური გადააყენეს

AutoSharing Option
უხეიროდ ასპარეზობს ამ სეზონში ბრემენის "ვერდერი". ბუნდესლიგის 10 ტურში არც ერთი მატჩი არ მოუგია, 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17  ადგილზეა და მისი მწვრთნელი ალექსანდრ ნური სამუშაოდან დაითხოვეს.

38 წლის ნურიმ "მუსიკოსები" შარშან, ოქტომბერში ჩაიბარა, გასავარდნი ზონიდან გაიყვანა და ევროტურნირებზე გასავლელადაც კი იბრძოდა.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ნურის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული