იურგენ კლინსმანის შვილმა "ჰერტაში" სადებიუტო მატჩში პენალტი მოიგერია

AutoSharing Option
ცნობილი გერმანელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის იურგენ კლინსმანის 20 წლის შვილი ჯონათანი გოლკიპერია (სიმაღლე 192 სმ), აშშ-ს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, წელს ჩატარებული კონკაკაფის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მეკარეა.

ჯონათანი თავიდან მიუნხენის "ბაიერნში" ვარჯიშობდა, შემდეგ როდესაც მამა სამუშაოდ ამერიკაში გადაბარგდა, თან წაყვა და "კალიფორნიის" ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა, წელს კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა და ბერლინის "ჰერტაში" 33 წლის ნორვეგიელი რუნე იარშტეინის დუბლიორია.

ევროპა ლიგაზე დედაქალაქურ გუნდს თამაშით დიდად თავი არ მოუკლავს, ბოლო ადგილზე გავიდა, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "ესტერსუნდთან" მწვრთნელმა პალ
დარდაიმ ჯონათანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა (ეს ამ გუნდში მისი დებიუტი იყო), 87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული