ბუნდესლიგა. XVII ტური: "დორტმუნდმა" შტეგერის ხელმძღვანელობით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ძალიან გაუჭირდა დორტმუნდის "ბორუსიას" "სიგნალ იდუნა პარკზე" იმ "ჰოფენჰაიმის" დამარცხება, რომლის 30 წლის თავკაცს იულიან ნაგელსმანს მის მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ. მასპინძლები 63-ე წუთამდე აგებდნენ, მერე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა, ხოლო 89-ეზე კრისტიან პულიშიჩმა გამარჯვების მომტანი ბურთი შეუგდო მეკარე ოლივერ ბაუმანს.

მოკლედ, რაც პეტერ შტეგერი ჩაუდგა "ბორუსიას" სათავეში, გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მან თქვა, რომ ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და ძალიან გაუმართლათ, მეტოქემ მეორე გოლი რომ არ გაუტანა.


"ბაიერნმა" ტომას
მიულერის მიერ 79-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად "შტუტგარტი" დაამარცხა (1:0). მასპინძლებს 90+4-ზე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ჩადრაც აკოლოს დარტყმული ბურთი მეკარე სვენ ულრაიხმა მოიგერია.

"რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბრძანა, რომ კარგი თამაში იყო, მისმა ფეხბურთელებმა ეხლა უნდა დაისვენონ და 20 დეკემბერს თასზე "დორტმუნდთან" დასაპირისპირებლად მოემზადონ.


"შალკემ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მოახერხა ფრანკფურტში "აინტრახტთან" ქულის მოპოვება (გოლი ნალდომ გაიტანა), "კიოლნმა" კი "ვოლფსბურგი" დაამარცხა (1:0) და მიმდინარე პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული