შვაინშტაიგერი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას მწვრთნელად ტუხელის დანიშვნას ურჩევს

AutoSharing Option
"ჩიკაგოს" ვეტერანმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ როდესაც "ბაიერნს" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დატოვებს, უპრიანი იქნება მის ნაცვლად დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი დანიშნონ:

"პირადად მე ტუხელის მუშაობა ძალიან მომწონს. მან ეს ჩემპიონთა ლიგაზე დაამტკიცა. ასე მგონია, "ბაიერნში" საქმეს კარგად გაუძღვება. არათუ კარგად, არამედ ჩინებულად".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეკორდმაისტერს" მომავალ სეზონში მწვრთნელად ჰაინკესის დატოვების იმედი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული