ტომას ტუხელმა "ბაიერნის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
როგორც იცით, ზაფხულში მწვრთნელი იუპ ჰაინკესი "ბაიერნს" დატოვებს და კლუბი მის ღირსეულ მემკვიდრეს ეძებს. "ბილდის" ცნობით, ჰაინკესის შეცვლა "დორტმუნდის" ყოფილ თავკაცს ტომას ტუხელს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 44 წლის ტომასი ახალ სეზონში ევროპის ერთ-ერთ საზღვარგარეთულ ტოპ-გუნდს ჩაიბარებს. გამოცემა გუნდს ვერ აკონკრეტებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაიერნის მწვრთნელობას უმეტესობა თავს არიდებს იმიტომ, რომ გუნდს საკუთარი შეხედულებით ვერ დააკომპლექტებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ფაქტია, აშკარად უჭირს კლუბს ახალი მწვრთნელის მოძებნა. იგივე ტუხელს ურჩევნია სხვა კლუბი ჩაიბაროს, ვიდრე ეს მძიმე საქმე იტვირთოს
გგგ
14:10 25-03-2018
0

სიახლეები პოპულარული