
"უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ნაკრებში აღარ ვითამაშო. მე რასისტულ, არასამართლიან დამოკიდებულებას ვგრძნობ. ეროვნული გუნდის მაისურს სიამაყით და სიხარულით ვატარებდი, მაგრამ ახლა ეს ასე არაა.
გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გუნდის, პარტნიორების, მწვრთნელების და გულშემატკივრებისათვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.
თუმცა, როდესაც გერმანული ფეხბურთის მაღალჩინოსნები უპატივცემულოდ ეკიდებიან ჩემს თურქულ წარმომავლობას და პოლიტიკურ პროპაგანდაში მითრევენ, მე ეს არ მაწყობს. ამას ვერ მოვითმენ. რასიზმი მიუღებელია".