ული ჰიონესი: სულელურად არ მოვიქცევით და ტრანსფერში 200 მილიონს არ გადავიხდით

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობასა და სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"უკანასკნელი 10 წელია კარგად ვთამაშობთ. ასე კარგად კარგა ხანია არ გვითამაშია. თუ ჩემპიონატს 20-ქულიანი სხვაობით მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავმარცხდებით, ამბობენ, რომ წარუმატებელი სეზონი გვქონდა.

ჩვენ სხვა გუნდებს კი არა, არამედ სახელმწიფოებს ვეთამაშებით.

თუ რომელიმე პოზიციაზე პრობლემები დავინახეთ, ვიყიდით ფეხბურთელს 50, 60 ან 80 მილიონ ევროდ, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება.

ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვით, სულელურად არ მოვიქცევით
და ტრანსფერში 200 მილიონს არ გადავიხდით".

ადრე მან პსჟ და "მანჩესტერ სიტი" იმის გამო გააკრიტიკა, რომ კატარიდან და საუდეთის არაბეთიდან კოლოსალურ ფინანსურ დახმარებას იღებენ.

altგაცხარებული ული ჰიონესი: იოზილი წლებია ნეხვივით თამაშობს!

altული ჰიონესი: გუნდს მწვრთნელად მოურინიოს მსგავსი სუპერვარსკვლავი არ სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ ბრაუმშვაიგიდან 25 000 ევროდ მოიყვანენ ვუნდერკინდს და ბუნდესლიგას კი ეყოფა. ამ გუნდში გადასვლა უკვე არავის აღარ უნდა. ბაიერნი რუმენიგეს და ჰიონესის სავაჭრო ორგანიზაცია გახდა, რომელიც ყოველ წელს სტაბილურად დიდ შემოსავალს იღებს, ფულს კი საერთოდ არ ხარჯავს. ლევანდოვსკის მერე გუნდს ნორმალური ტრანსფერი არ განუხორციელებია და იმასაც აშკარად გუნდიდან უნდა წასვლა
: )))))))
07:05 04-08-2018
4
მე მჯერა თქვენი ული.
ტიმო
07:19 04-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული