ბუნდესლიგა. XIII ტურის წინ: ბუნდესლიგა დაუკრავს "ბაიერნის" მუსიკა?

AutoSharing Option
"ბაიერნს" საშუალება ეძლევა, უკან მოიტოვოს ბოლოდროინდელი კრიზისი. "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრები გაოგნებულები არიან იმით, რაც დიუსელდორფის "ფორტუნასთან" საშინაო შეხვედრაში (3:3) მოხდა. გერმანული გრანდი დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მერე მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - ანგარიში გათანაბრდა და ნიკო კოვაჩის გუნდმა ქულები დაკარგა.

"ბაიერნი" თითქოს გამოცოცხლდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს "ბენფიკას" რბევა (5:1) ჩემპიონთა ლიგაში. დიდებული მატჩი ჩაატარეს არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. თუ მათ ეს ფორმა შეინარჩუნეს, "ვერდერს" ძალიან გაუჭირდება.

"ბაიერნის" სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ უკვე რა ხანია, სადაც კი გადაეყარა
ბრემენელ "მუსიკოსებს", ყველგან მოუგო. რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველაფრისა, ფავორიტი ახლაც "რეკორდმაისტერია".

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "ლაიპციგისა" და "გლადბახის" შეხლა. ორივე გუნდი სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ამდენად, თვალსასეირო ფეხბურთის მოლოდინში ვართ. დაცვა არც ერთი მათგანისთვის არ არის ძლიერი მხარე.

"ჰოფენჰაიმი", ჩემპიონთა ლიგაში საშინაო თრილერი რომ გადაიტანა "შახტართან", კვლავ საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ამჯერად - ლიგის კიდევ ერთ მონაწილე "შალკესთან". ცხადია, ორივე მეტოქეს ექნება შემორჩენილი გადაღლილობა, მაგრამ იმედია, თავის საკეთებელს ისინი მინდორზე გააკეთებენ.

ჩემპიონატის ლიდერი "დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ფრაიბურგს". ერთი შეხედვით, ლუსიენ ფავრის გუნდისთვის მეტოქე იოლია, მაგრამ ფეხბურთს რას გაუგებ. მით უმეტეს, ამ გუნდებს შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

დავამატოთ ამას ისიც, რომ "დორტმუნდის" შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია. თუ მათ გამოჯანმრთელება მოასწრეს, მასპინძელთა შანსები კიდევ უფრო მოიმატებს. რაც მთავარია, ფავრი და კომპანია საჩემპიონო ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს.

ფაქტები
  • "ფორტუნას" არსებობის ისტორიაში არასოდეს მოუგია "მაინცისთვის".
  • "დორტმუნდისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ჰანოვერისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შტუტგარტისა" და "აუგსბურგის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბაიერნმა" მიჯრით 14 შეხვედრაში აჯობა "ვერდერს".
  • "ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" ბოლო 2 მატჩი წყვილის მასპინძელმა მოიგო.
  • "ლაიპციგისა" და "გლადბახის" ბოლო 4 შეხვედრიდან სამში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "აინტრახტმა" ბოლო 3 შეხვედრიდან 3 მოიგო.

ბუნდესლიგა. XIII ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
ფორტუნა-მაინცი 23:30

შაბათი, 1 დეკემბერი
დორტმუნდი-ფრაიბურგი 18:30
შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30
ვერდერი-ბაიერნი 18:30
ჰანოვერი-ჰერტა 18:30
ჰოფენჰაიმი-შალკე 21:30

კვირა, 2 დეკემბერი
ლაიპციგი-გლადბახი 18:30
აინტრახტი-ვოლფსბურგი 21:00
ორშაბათი, 3 დეკემბერი
ნიურნბერგი-ლევერკუზენი 23:30

ბომბარდირები: 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტა); 8 - მარკო როისი (დორტმუნდი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული