ასეთი რამ კლუბის ისტორიაში სამჯერ მომხდარა - 1994/95, 1995/96 და 2010/11 წლების სეზონებში და სამჯერვე "დორტმუნდი" ქვეყნის ჩემპიონი ხდებოდა.
ამჯერად, ძირითადი მოთამაშის რანგში გაიტანა პაკო ალკასერმა. მას 10 გოლის გასატანად მხოლოდ 11 მატჩი დასჭირდა. სასტარტო მატჩებში ასეთი შედეგიანობით აქამდე მხოლოდ ჰორსტ ჰრუბეში და კლაუს მატიშეკი დაიკვეხნიდნენ. ესპანელმა ანგარიში საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნა, შვიდ
მაქს კრუზემ ჯერ კიდევ შესვენებამდე ძალიან ლამაზი გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს ბოლო წარმატება იყო ბრემენელებისთვის.
* * *
"Lamborghini-ის საწვავის სრული ავზი ჰქონდა, ჩვენს Trabant-ს (მცირელიტრაჟიანი ავტომობილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან) ცარიელი", - ასე დაახასიათა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ მატჩი "ჰანოვერის" ნახევარმცველმა პირმინ შვეგლერმა. ამსტერდამში ფრის შემდეგ "ბაიერნი" ძალიან მძლავრად გამოიყურებოდა - 4:0 და 32 დარტყმა მიხაელ ესერის კარის მიმართულებით. აქედან 14 იყო ზუსტი!
ყველაფერი უკვე მეორე წუთზე გადაწყდა, ჯოშუა კიმიხის გოლის შემდეგ. შემდეგი იყო ბანალური გართობა და განადგურება. ისევ გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ და მასზე წინ მხოლოდ პაკო ალკასერია.
ფაქტები
- "ნიურნბერგი" ცხრა ტურია ვერ იგებს.
- გინჩეკმა "ვოლფსბურგში" ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
- "ჰოფენჰაიმი" რვა ტურია არ მარცხდება.
- "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა.
- "ჰოფენჰაიმსა" და "გლადბახს" შორის ბოლო 10 მატჩში 46 გოლი გავიდა.
- "აუგსბურგმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
- "აუგსბურგი" ექვსი ტურია ვერ იგებს.
- გრეგორიტშის გოლი მე-300 იყო ბუნდესლიგაში "აუგსბურგისთვის".
- "აუგსბურგს" "შალკესთვის" ექვსი მატჩია არ მოუგია.
- "ბაიერნმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
- "ბაიერნმა" პირველად არ გაუშვა ზედიზედ ორ მატჩში გოლი.
- კიმიხმა 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად გაიტანა ბუნდესლიგაში.
- ლევანდოვსკიმ ზედიზედ მერვე სეზონში გაიტანა ბუნდესლიგაში მინიმუმ 10 გოლი.
- გნაბრის ბოლო შვიდ ოფიციალურ მატჩში ოთხი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს.
- მიულერმა ბუნდესლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა.
- გომესმა შეწყვიტა 683-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.
- "დორტმუნდმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.
- კრუზემ შეწყვიტა 868-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.
- "ლაიპციგი" შინ ცხრა მატჩია არ მარცხდება.
- შეწყდა საშინაო მატჩებში "ლაიპციგის" 512-წუთიანი "მშრალი" სერია.
- "აინტრახტს" არ წაუგია არცერთი მატჩი, როცა ლიდერობდა.
ბუნდესლიგა. XV ტური
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 გინჩეკი (58), 0:2 ბრეკალო (90+3)
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 0:0
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ადამსი, პოში - ბიტენკურტი, კადერჟაბეკი, დემირბაი, შულცი - კრამარიჩი (63. შალაი) - ნელსონი (71. ბელფოდილი), ჟოელინტონი.
გლადბახი: ზომერი - ბაიერი, ელვედი, ლანგი (74. ჯონსონი), ვენდტი - ნოიჰაუსი, შტრობლი, კუიზანსი - ტ. აზარი, შტინდლი (64. ბენეში), პლეა (80. რაფაელი).
აუგსბურგი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 გრეგორიტში (13), 1:1 კალიჯური (53)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, სანე - კალიჯური, რუდი (46. ბენტალები), სერდარი, ოშჩიპკა - ჰარითი - სკრჟიბსკი (46. რაითი), ტოიხერტი (66. ქუთუჩუ).
ფორტუნა-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 აიჰანი (56), 2:0 აიჰანი (79)
ჰანოვერი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 კიმიხი (2), 0:2 ალაბა (29), 0:3 გნაბრი (53), 0:4 ლევანდოვსკი (64)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა (73. რაფინია) - ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი (79. ვაგნერი), კომანი (73. სანჩესი) - ლევანდოვსკი.
შტუტგარტი-ჰერტა 2:1
გოლები: 0:1 მიტელშტადტი (38), 1:1 გომესი (64), 2:1 გომესი (76)
დორტმუნდი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 ალკასერი (20), 2:0 როისი (27), 2:1 კრუზე (35)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (90+3. ფილიპი), როისი, რაფაელ გერეირო (89. პულიშიჩი) - ალკასერი (81. გიოტცე ).
ლაიპციგი-მაინცი 4:1
გოლები: 1:0 პოულსენი (14), 2:0 პოულსენი (19), 2:1 ონისივო (38), 3:1 ვერნერი (74), 4:1 ვერნერი (88)
ლაიპციგი: გულაში - უპამეკანო, ორბანი, კონატე - კლოსტერმანი (85. ილსანკერი), დემე, კამპლი (46. ლემერი), ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი - ვერნერი (89. ბრუმა), პოულსენი.
აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 და კოსტა (28), 2:0 კოსტიჩი (57), 2:1 ბელარაბი (65)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი (63. ბეილი), ტა, დრაგოვიჩი, იედვაი - კორი, არანგისი (63. ალარიო) - ბელარაბი, ჰაფერცი, ბრანდტი (85. პაულინიო) - ფოლანდი.
ბომბარდირები: 11 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 10 - მარკო როისი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
18 დეკემბერი: გლადბახი-ნიურნბერგი, ჰერტა-აუგსბურგი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, ფორტუნა-დორტმუნდი.
19 დეკემბერი: შალკე-ლევერკუზენი, ბაიერნი-ლაიპციგი, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-ჰანოვერი, მაინცი-აინტრახტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"