ული ჰიონესი: თუ ნოიერი ნაკრების პირველი ნომერი არ იქნება, იქ ჩვენს ფეხბურთელებს არ გავუშვებთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა გერმანიის ნაკრების პირველ ნომერ მეკარესთან დაკავშირებით და დაემუქრა კიდეც ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას.

"თუკი მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე არ იქნება, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ეროვნულ გუნდში ფეხბურთელებს არ გაუშვებს. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არასდროს მივიღებთ. ლიოვი ჩვენს სიტყვებს გაიგებს", - უთხრა ჰიონესმა Sport Bild-ს.

ბოლო დროს გერმანულ პრესაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ "ბარსელონას" მეკარე ანდრე ტერ შტეგენი ნაკრებში თამაშის შანსს ითხოვს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს ორ შეხვედრაში იოახიმ ლიოვი კარის დაცვას
"ბარსას" კიპერს ანდობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული