8 თებერვალს, ბუნდესლიგის 21-ე ტურში "დორტმუნდი" სტუმრად 3:4 დამარცხდა "ბაიერთან".
"დორტმუნდში" გადასულმა ერლინ ჰოლანმა პირველ 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამჯერად კი უგოლოდ დატოვა მოედანი.
"დორტმუნდი" 39 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ბაიერი" 37 ქულით - მეხუთეზე.
"დორტმუნდმა" მიმდინარე სეზონში პირველად წააგო ზედიზედ 2 მატჩი.
"დორტმუნდის" მცველი მატს ჰუმელსი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ბოლო 12 სეზონში ზედიზედ გაიტანა გოლები.
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა - მან ბოლო 5 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"იუვენტუსიდან" გადასულმა ნახევარმცველმა ემრე ჯანმა "დორტმუნდში" სადებიუტო მატჩში დალაშქრა მეტოქის კარი.
ლევერკუზენი. "ბაიარენა". 30 210 მაყურებელი
ბაიერი - დორტმუნდი 4:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (20), 1:1 ჰუმელსი (22), 1:2 ჯანი (33), 2:2 ფოლანდი (43), 2:3 გერერო (64), 3:3 ბაილი (81), 4:3 ბენდერი (82)