ერლინ ჰოლანი: თავდაუზოგავად ვშრომობ იქამდე, ვიდრე ამას ჩემი სხეული იტანს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა გუნდში თავის მიღწევებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

"აქ ჩვეულებრივ ფეხბურთელად გადმოვედი და ასეთად ვრჩები. არაფერი შეცვლილა. თუმცა შექება მსიამოვნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ.

მთელი ძალით ვცდილობ, საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. ამიტომ თავდაუზოგავად ვშრომობ იქამდე, ვიდრე ამას ჩემი სხეული იტანს.

მინდა ბუნდესლიგის ბომბარდირი გავხდე. რეკორდებზე არ ვფიქრობ, ეს არ მახასიათებს. მხოლოდ გუნდის დახმარებაზე ვფიქრობ, მორჩა და დამთავრდა", - განუცხადა ჰოლანმა "ფრანს ფუტბოლს".

19 წლის ჰოლანმა "დორტმუნდში" 10 მატჩში ყველა ტურნირზე 12 გოლი და 2 საგოლე
გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიითვალა რა ტერმინია საიდან მოგაქვთ ასეთი სულელური ფრაზები.
შეუთვალა
10:48 10-03-2020
0
Mibadzon chvenma fexburtelebma da uketesi iqneba
Nukri
02:00 10-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული