სანიოლი: "ბაიერნში" მითხრეს, ვარანში 5 მილიონი ბევრია...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა RMC Sport-თან რაფაელ ვარანის მიუნხენურ გრანდში არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

"მაშინ "ბაიერნში" ვმუშაობდი და მეგობარმა დამირეკა: "ლანსში უნდა ჩამოხვიდე და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახო." გარკვეული დროის შემდეგ მე მოედანზე უკვე ზრდასრული ფეხბურთელი ვიხილე. ერთ-ერთ შეხვედრაში ის პირველ ტაიმში ნახევარმცველად თამაშობდა, შემდეგ კი ცენტრალურ მცველად გადავიდა.

"ლანსთან" მოლაპარაკებებში ჩავერთე და 48 საათის შემდეგ გავიგე ის თანხა, თუ რამდენის აღება უნდოდა კლუბს რაფაელის სანაცვლოდ. მთელი ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი ევრო გამოდიოდა.
ფეხბურთელის დოსიე "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს მივუტანე, მიპასუხეს, რომ 18 წლის ფეხბურთელში ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ორი თვის შემდეგ კი "რეალში" 10 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა,"- განაცხადა სანიოლმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული