ვან გაალმა პირიდან ყბა ამოიგდო, შარვალი ჩაიხადა - იხსენებს "ბაიერნის" ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, უკრაინელმა ანატოლი ტიმოშუკმა გუნდის მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ისტორიები სახალისოდ გაიხსენა.

"ხშირად უსამართლო იყო. იმდენი აბსურდული ხდებოდა! როგორც მწვრთნელს, ვან გაალს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ უვარგა. ასეა ის მოწყობილი.

კარგით, ყველასათვის ცნობილი მატჩის წინ შარვალი ჩაიხადა, მაგრამ როგორღაც პირიდან ყბაც ამოიგდო. რაღა მოგიყვეთ, დაიქოქა, ტა-ტა-ტა.. და! გასაკვირი არ არის, რომ შემდეგ ინგლისში მეოთხე მსაჯის წინ წაიქცა.

კიდევ - რობენმა გოლი გაიტანა, მასთან მიირბინა, ვან გაალს შეეშინდა, გაიქცა და ბარძაყის ზედა ნაწილი დაიზიანა! მერე კოჭლობდა. ჩვენ,
რა თქმა უნდა, ვიცინოდით", - სრულიად არასაიდუმლოდ გაუმხილა ტიმოშუკმა sportsdaily-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული