ბუნდესლიგის 27-ე ტურში "დორტმუნდმა" სტუმრად "ვოლფსბურგს" 2:0 მოუგო, მისმა მცველმა მატს ჰუმელსმა კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ამაზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გააკეთა: "ექიმს ველაპარაკე. მატსს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. იმედია, სამშაბათს თამაშს შეძლებს".
26 მაისს, ბუნდესლიგის 28-ე ტურში "დორტმუნდი" "ბაიერნს" უმასინძლებს და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჰუმელსის თამაში საეჭვოა.
31 წლის ჰუმელსმა გერმანიის ჩემპიონატზე "დორტმუნდის" შემადგენლობაში 250-ე მატჩი ჩაატარა.
31 წლის ჰუმელსმა გერმანიის ჩემპიონატზე "დორტმუნდის" შემადგენლობაში 250-ე მატჩი ჩაატარა.