"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" საკუთარი მცველის, ჟერომ ბოატენგის გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სურს. ინფორმაციას ჟურნალისტი კრისტიან ფალკი "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ბოატენგის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიუღია, შესაბამისად, მოლაპარაკებებსაც ვერ აწარმოებს.

ჟურნალისტის ცნობით, თავად ფეხბურთელს სურს, რომ კონტრაქტის ბოლომდე "ბაიერნში" დარჩეს და უკეთეს შემთხვევაში, გაახანგრძლივოს კიდეც. შეგახსენებთ, ბოატენგსა და გერმანულ გუნდს შრომითი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებთ.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცველით ლონდონური კლუბები: "არსენალი" და "ჩელსი" იყვნენ დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული