ღირსეული საქციელი: "შალკეს" ახალწვეულმა ხელფასზე უარი თქვა!

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტდან" გელზენკირხენის "შალკე 04-ში" გადასულმა ბოსნიელმა ცენტრფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა განაცხადა, რომ ახალ კლუბში ხელფასს არ აიღებს.

"ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში თამაშია და არა ფულის კეთება. კლუბის ხელმძღვანელობას შევუთანხმდი, რომ ხელფასს არ ავიღებ, მხოლოდ იმ თანხას რაც სამედიცინო დაზღვევის ხარჯების დასაფარადაა საჭირო.

ჩემი გასამრჯელო ქველმოქმედებისთვის დაიხარჯება, თანხას კი მხოლოდ ბონუსების სახით მივიღებ,"- აღნიშნა გამოცდილმა თავდამსხმელმა.

36 წლის ბოსნიელმა "ჰერტა" კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა. გასულ სეზონში დედაქალაქელების მაისურით 27 მატჩი ჩაატარა - 9 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. იქამდე იბიშევიჩი
"ალემანიაში", "ჰოფენჰაიმსა" და "შტუტგარტში" თამაშობდა, კარიერის დასაწყისში კი პსჟ-ს ღირსებას იცავდა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული