"ბაიერნმა" "დორტმუნდიც" დაამარცხა და ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "დორტმუნდს".

"ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება იზეიმა, ბოლო 13 მატჩიდან კი 12 მოიგო - მხოლოდ 27 სექტემბერს დამარცხდა "ჰოფენჰაიმთან" (1:4).

"ბაიერნი" 18 ქულით ლიდერია, "ლაიპციგს" 3, ხოლო "დორტმუნდს" 3 ქულით უსწრებს და 21 ნოემბერს "ვერდერს" უმასპინძლებს.

"ბაიერნმა" "დორტმუნდი" ჩემპიონატზე მიჯრით მეოთხედ დაამარცხა. ლევანდოვსკიმ უკანასკნელ 8 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე "ბაიერნში" 300 მატჩში 259 გოლია.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - ბაიერნი 2:3
გოლები: 1:0 როისი (45), 1:1 ალაბა (45+4), 1:2 ლევანდოვსკი (48),
1:3 სანე (80), 2:3 ჰოლანი (83)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული