ლეგენდარული გერმანელის რეკორდთან ახლოს! ლევანდოვსკი დღიდან დღემდე უმატებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" 32 წლის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გოლების გატანას უმატებს და უმატებს. ბუნდესლიგის გასულ ტურში "რეკორდმაისტერი" "შტუტგარდს" დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენელთა განაპირა მცველი ალფონსო დევისი გააძევეს, 10 კაცით დარჩენიდან 22 წუთში პოლონელმა სუპერშემტევმა 3 გოლი გაიტანა და პირველივე ტაიმში გუნდს მორიგი 3 ქულა აჩუქა.

ამ სეზონში რობერტს 36 შეხვედრაში 42 გოლი აქვს, უშუალოდ ბუნდესლიგაში 25 მატჩი გამართა და თავი 35-ჯერ გამოიჩინა. ამ სეზონში ლევანდოვსკიმ თავისი საუკეთესო შედეგი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში დააფიქსირა, უკვე გააუმჯობესა (31 მატჩი, 34 გოლი).
2010 წელს პოლონელი პოზნანის "ლეხიდან" "დორტმუნდში"
გადავიდა, მას შემდეგ კი ფეხბურთელი გოლების მანქანად გადაიქცა. დიდი ალბათობით, რობერტი ლეგენდარული ფეხბურთელის, გერდ მიულერის რეკორდს გააუმჯობესებს (40 გოლი ბუნდესლიგის 1 სეზონში). ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" მეორეადგილოსან "ლაიპციგთან" 4 ქულიანი უპირატესობა აქვს და როგორც მოსალოდნელი იყო, "რეკორდმაისტერი" ქვეყნის ჩემპიონობას კიდევ ერთხელ მოიპოვებს. ლევანდოვსკის კარგი სათამაშო ფორმა კი პოლონეთის ეროვნული ნაკრებისთვის გარანტიაა, რომ ისინი ყველა მეტოქისთვის კონკურენტუნარიანები გახდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული