ESPN-ის ცნობით, "დორტმუნდი" თანახმაა თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გაყიდოს, ოღონდ საკმაოდ მაღალი ფასი დაადო - 180 მილიონი ევრო.
გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ტრანსფერის ფასი ფეხბურთელის მსურველ კლუბებს დააფრთხობს და მინიმუმ ერთი სეზონი ის არსად არ გადავა. ასეთ ტაქტიკას გერმანულმა კლუბმა გასულ წელს მიმართა, როდესაც რამდენიმე გუნდი ჯეიდონ სანჩოთი იყო დაინტერესებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანის სამსახურით "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერი", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.
20 წლის ნორვეგიელმა "დორტმუნდში" 49 მატჩში 49 გოლი გაიტანა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანის სამსახურით "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერი", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.
20 წლის ნორვეგიელმა "დორტმუნდში" 49 მატჩში 49 გოლი გაიტანა.