გუშინ, 22 მაისს 2020/21 წლების ბუნდესლიგის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში "დორტმუნდმა" "ლევერკუზენს" 3:1 მოუგო. მატჩი, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა, ისტორიული გამოდგა, რადგან სწორედ ამ თამაშში "ფარმაცევტებს" ტყუპი ლეგენდები – სვენ და ლარს ბენდერები დაემშვიდობნენ.
"ყველამ იცის, რომ ვარჯიშებზეც 100%-ით ვიხარჯებოდით. საკუთარ თავსა და ერთმანეთს ყოველთვის ამას ვთხოვდით. მაგრამ, ტკვილი აუტანელი გახდა და ძველი ტემპით ვარჯიში და თამაში ჩვენთვის შეუძლებელია.
ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ პატიოსნად, სამართლიანად უნდა მოგქცეულიყავით. ახლა კლუბს აქვს ახალი გეგმებისა და ფეხბურთელების მოძიების საშუალება, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო,"- უთხრა ლარსმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ გვერდს.
32 წლის ძმების ბოლო მატჩში გოლის გატანა ლარსმა მოახერხა. 89-ე წუთზე მან ძმა შეცვალა და მოედანზე გამოსულ თანაგუნდელებმა პენალტის დარტყმის უფლება, ცხადია, დაუთმეს. ლარსს მუხლის ტრავმა რამდენიმე თვის განმავლობაში აწუხებდა და მოედანზე დიდი ხანია არ გასულა.
აღსანიშნავია, რომ მეკარეების კარის მშრალად შეინახვით ამაყობენ ხოლმე, თუმცა "დორტმუნდის" მეკარე რომან ბურკიმ უფრო საამაყო ნაბიჯი გადაგა. შვეიცარიელი ბენდერის დარტყმის დროს არც კი განძრეულა და მეტოქეს გოლი გაატანინა.
ბურკის ნაბიჯს შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ბენდერს კი დაუვიწყარი მოგონება აჩუქა. ფეხბურთელები ერთმანეთს იქვე გადაეხვივნენ…
ძლიერად დაურტყა მარჯვენა დაბალ კუთხეში.