This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ბუნდესლიგის პირველ ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 5:2 დამარცხა "აინტრახტი".
მასპინძელთა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. "დორტმუნდში" ნორვეგიელის ანგარიშზე 61 მატჩში 62 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.
პირველ ტაიმში როისმა გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-ის ჩარევის შემდეგ გაუუქმეს. როისმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ბუნდესლიგაში მე-100 გოლი გაიტანა და კლუბში მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც 100-გოლიანი ბარიერი გადალახა.
"დორტმუნდმა" ჩემპიონატის ზედიზედ 33 მატჩში გაიტანა გოლი და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
21 აგვისტოს "დორტმუნდი" მეორე ტურში გასვლაზე "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება.
დორტმუნდი. "სიგნლ-იდუნა პარკი"
დორტმუნდი - აინტრახტი 5:2
გოლები: 1:0 როისი (23), 1:1 პასლაკი (27, საკ. კარში), 2:1 აზარი (32), 3:1 ჰოლანი (34), 4:1 რეინა (58), 5:1 ჰოლანი (70), 5:2 ჰაუგე (86)