გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში "დორტმუნდმა" "გროიტერ ფურტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
1-ლი ტაიმი მასპინძლებმა ერლინ ჰოლანის 33-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მოიგეს.
ეს ანგარიში დიდხანს შენარჩუნდა. 82-ე წუთზე სკანდინავიელმა მეორე გოლიც გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი დონი მალენმა 89-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "დორტმუნდი" 34 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ჰერტას" წინააღმდეგ გამართავს.
"ფურტი" 4 ქულით ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში (იმავე 18 დეკემბერს) კი "აუგსბურგს" უმასპინძლებს.
ფრანკფურტის "აინტრახტი" "გლადბახს" ესტუმრა და
3:2 დაამარცხა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე გახსნეს. თავი ფლორიან ნოჰაუსმა გამოიჩინა, პირველი ტაიმის ბოლო, 45-ე წუთზე კი რაფაელ სანტოს ბორემ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში, 50-დან 55-ე წუთამდე, გულშემატკივარმა 3 გოლი იხილა - ჯესპერ ლინდსტორმმა 50-ე წუთზე სტუმრები წინ გაიყვანა, 54-ე წუთზე რამი ბენსებაინიმ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, "აინტრახტის" შემტევმა დაიჩი კამადამ კი 55-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "გლადბახი" 18 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართავს.
ფრანკფურტელები 24 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან, შემდეგ ტურში კი "მაინცს" უმასპინძლებენ.